“ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები თვითონ ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაში არიან, - ამ შეფასებას “ქართული ოცნების” დეპუტატი ანრი ოხანაშვილი აკეთებს.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა”, ვითომ ორად გაიყო, რეალურად კი, ერთი “ნაციონალური მოძრაობაა”.
"ყოველ შემთხვევაში, ალბათ, მცირე გამონაკლისების გარეშე ძირითადი ჯგუფი იგივეა და ისევ არიან სააკაშვილის ტყვეობაში", - განუცხადა ჟურნალისტებს ოხანაშვილმა.