რომან გოცირიძე - ეს ის შემთხვევა არაა, როცა ოპოზიციის ერთი ფლანგის დასუსტება მეორეს აძლიერებს -  ოპოზიციურ სპექტრში ბევრი არასასიამოვნო რამ ვნახეთ, რაც სულაც არ ასხამს მის წისქვილზე წყალს

ეს ის შემთხვევა არაა, როცა ოპოზიციის ერთი ფლანგის დასუსტება მეორეს აძლიერებს - ამ ერთი თვის განმავლობაში ოპოზიციურ სპექტრში ბევრი არასასიამოვნო რამ ვნახეთ, რაც სულაც არ ასხამს მის წისქვილზე წყალს, - ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე პარტია “ევროპულ საქართველოში“ მიმდინარე პროცესებს.

“სამწუხაროდ, კარგს ვერ ვუწოდებთ, რაც ხდება. ზოგი წავიდა პარტიიდან, ზოგიც, როგორც ჩანს, მიდის. ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს განაცხადა, რომ წავიდა პოლიტიკიდან, არა და თუ ვინმე იყო კლასიკური პარლამენტარის განსახიერება, ეს ზურაბი იყო. მისი განცხადება იმის თაობაზე, რომ გზას უთმობს ახალგაზრდებს, ღიმილის მომგვრელია. ამერიკაში და ევროპაში სწოდედ მის ასაკში მოდიან საპასუხისმგებლო პოსტებზე და ხდებიან ჩამოყალიბებულ პოლიტიკოსებად“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

მისივე შეფასებით, მთელს ამ პროცესში დასაფასებელია ის, რომ მათ ჩაკეტილი, კულუარული გადაწყვეტილებების ნაცვლად, პრობლემები საჯაროდ გამოიტანეს და არ დაუმალავთ პარტიაში არსებული განხეთქილების შესახებ.

“ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესები. ეს არაა ის შემთხვევა, როცა ოპოზიციის ერთი ფლანგის დასუსტება აძლიერებს მეორეს. ამ ერთი თვის განმავლობაში ბევრი რამ არასასიამოვნო ვნახეთ ოპოზიციურ სპექტრში, რაც სულაც არ ასხამს მის წისქვილზე წყალს. მხოლოდ ძლიერ ოპოზიციას შესწევს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება“, - აცხადებს გოცირიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო