დავით ნარმანიამ „მედია კლუბის“ განახლებული პროექტი გახსნა და მონაწილეებს სემეკის ფუნქციები და 2021 წლის გეგმები გააცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ „მედია კლუბის“ განახლებული პროექტი გახსნა და მონაწილეებს სემეკის ფუნქციები და 2021 წლის გეგმები გააცნო.

სემეკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნარმანიამ ვრცლად ისაუბრა სატარიფო პოლიტიკაზე და ტარიფების დადგენის პრინციპებზე, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის საკითხებზე.

სემეკის განახლებული პროექტის - „მედია კლუბის“ ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებში 170 პირი მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეებს შორის არიან როგორც ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ენერგეტიკის, წყალმომარაგების, საბანკო სექტორებში დასაქმებული პირები და სტუდენტები.

ტრენინგების თემატიკა მოიცავს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების სამართლებრივ ჩარჩოს, ახალ კანონს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ და შესაბამის ცვლილებებს რეგულაციებში; ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტით გათვალისწინებულ დირექტივებთან, ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციებსა და როლს ენერგეტიკაში, ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგს, სატარიფო რეგულაციას.

განახლებული პროექტის ფარგლებში ტრენინგებს ჩაატარებენ სემეკის წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები ენერგეტიკის სექტორში მოქმედი უწყებებიდან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა