შალვა პაპუაშვილი - ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, რომელთაც 150 000 სოციალურ ქულაზე დაბალი აქვთ, სახელმწიფომ შემოდგომის სემესტრი დაუფინანსა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის" წარმომადგენლებს შეხვდნენ. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის თემას სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი წარმოადგენდა.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რას აკეთებს სახელმწიფო ამ სტუდენტებთან მიმართებით. გავაცანით სტატისტიკა და ის, რაც გახორციელდა სახელმწიფოს მხრიდან, კერძოდ, სახელმწიფომ მიმდინარე სემესტრი იმ სტუდენტებს, რომელთაც აქვთ 150 000 სოციალურ ქულაზე ნაკლები, სრულად დაუფინანსა. ასეთი არის 15 000 სტუდენტი, რისთვისაც 16 მლნ ლარი დაიხარჯა. წელიწადში სტუდენტებზე გრანტისა და პროგრამული დაფინანსების სახით 100 მლნ-ზე მეტი იხარჯება ბიუჯეტიდან. ამ სემესტრისთვის 16 მლნ დაემატა კიდევ ამ თანხას ანუ 16 %-ით გაიზარდა ეს დაფინანსება.

თუ სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა სტატისტიკას შევხედავთ, რომელიც განათლების სამინისტროდან გამოვითხოვეთ და შევისწავლეთ, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსის შეჩერების ტენდენციებში არ არის დიდი სხვაობა სხვა წლებთან შედარებით. ეს იმის დამსახურებაა, რომ სახელმწიფომ პრევენციულად 150 000 სოციალურ ქულამდე სტუდენტებს 2020 წლის შემოდგომის სემესტრი დაუფინანსა", -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო