გიგი უგულავა - მიხეილ სააკაშვილთან უბრალოდ გადავიკვეთეთ - ძირითადად ვისაუბრეთ უკრაინაზე, საქართველოს საკითხებზე მასთან არ მილაპარაკია

"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივნის, გიგი უგულავას განცხადებით, მას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას საქართველოში მიმდინარე საკითხებზე არ უსაუბრია. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განმარტა, ძირითადად საუბარი უკრაინას ეხებოდა.

„გასაგებია, რომ ივანიშვილის ტელევიზიები ამ შემთხვევაში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან. უკრაინაში ჩემი ვიზიტის მიზანი იყო იმ ადამიანების ნახვა, რომლებიც ჩემს გამო, ზუსტად ერთი წლის წინ ციხეში რომ არ წასულიყვნენ, მათ ქვეყნის დატოვება მოუწიათ. ეს არის ქვეყნის სირცხვილი. მე ბუნებრივია, დისკომფორტი მაქვს... სააკაშვილი ვნახე, მასთან დიდი საუბარი არ მქონია, უბრალოდ გადავიკვეთეთ. ძირითადად ვისაუბრეთ უკრაინაზე. საქართველოს საკითხებზე მასთან არ მილაპარაკია, მითუმეტეს პარტიულ საკითხებზე იმიტომ, რომ ვთვლი, "ნაციონალური მოძრაობას" ჰყავს არჩეული თავმჯდომარე და თუ რამე მაქვს სათქმელი "ნაციონალური მოძრაობისთვის" ურთიერთობა მაქვს ბატონ ნიკასთან. აქვე მინდა მას სოლიდარობა გამოვუცხადო. იმედია, ის ამ რეპრესიას გადაურჩება. თუ ხელისუფლებამ მისი დაკავება გადაწყვიტა, მას ეს ძალიან მძიმედ შემოუბრუნდება", - განაცხადა გიგი უგულავამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო