ნინო ბურჯანაძე - თუ “ქართული ოცნება“ ნიკა მელიას დაიჭერს, ეს მისთვის ცუდია, არ დაიჭერს და ესეც ცუდია, რადგან სისუსტედ ჩაეთვლება - ხელისუფლება უნდა მიმხვდარიყო, რომ ამ საქმის გაცოცხლება მას დააზარალებდა

თუკი “ქართული ოცნება“ ნიკა მელიას დაიჭერს, ეს მისთვის ცუდია, არ დაიჭერს და ესეც ცუდია, რადგან სისუსტედ ჩაეთვლება - ხელისუფლება უნდა მიმხვდარიყო, რომ ამ საქმის გაცოცხლება მას დააზარალებდა, - აღნიშნული შეფასება “პალიტრანიუსის“ გასდაცემა “360 გრადუსში“, “ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.

ბურჯანაძე იმასაც ამბობს, რომ მელია, როგორც ძლიერი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ხელისუფლებისათვის არის საშიში.

ნიკა მელია არის პოლიტიკოსი, რომელსაც ბრალდება უკანონოდ წაუყენეს და რომელიც ამ უსამართლო ბრალდებას ღირსეულად უმკლავდება. ნიკა არის ძალიან ღირსეული და გულწრფელი. მას ვერ მოისყიდი, ვერ დააშინებ, ვერ დააშანტაჟებ და ამ თვალსაზრისით საშიშია ხელისუფლებისათვის. ნიკა მელიას ვერც იმ ცხრაწლიანი მმართველობის ლაქებს ვერანაირად ვერ მოსცხებ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძე იმასაც ამბობს, რომ ძალიან დიდი სხვაობაა კანონმორჩილებასა და მორჩილებას შორის.

“კანონმორჩილება არის ერთი, როცა ქვეყანაში არის სამართალი და კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მაგრამ როცა ქვეყანაში არსებობს ორი სამართალი: ერთი, ბიძინას მონებისათვის და მისი ერთგული ადამიანებისთვის და მეორე - დანარჩენი საქართველოსთვის, ასეთ კანონებზე დამორჩილება ბიძინაზე დამორჩილებაა და არა კანონმორჩილება. თუკი ქვეყანაში ორმაგი სამართალი არ არსებობს, ფარცხალაძემ ლაშა თორდია რომ სცემა და ეს პირდაპირი ეთერით ვნახეთ, ფარცხალაძე არაფერ შუაში არ იყო?! ფარცხალაძე სასამართლოში არც კი მიიყვნეს. ამ დროს ნიკა მელიას გირაო ერთხელ გადაახდევინეს, უფლებამოსილება შეუწყვიტეს, სამაჯური ატარებინეს და ახლა ეუბნებიან, გირაო მეორედ გადაიხადეო“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს