ვახტანგ მეგრელიშვილი - ისეთი იმუნიტეტის დედა ვატირე, როცა კოლეგას იმუნიტეტს ფულის არგადახდის გამო მოუხსნი და სისტემის წინაშე გაშიშვლებულს დატოვებ

ისეთი იმუნიტეტის დედა ვატირე, როცა კოლეგას იმუნიტეტს ფულის არგადახდის გამო მოუხსნი და სისტემის წინაშე გაშიშვლებულს დატოვებ, - აღნიშნული განცხადება ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას “გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ გააკეთა.

მეგრელიშვილის თქმით, თუკი “ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეში იმის გამო ჩასვას, რომ გირაოზე დამატებით თანხა არ გადაიხადა, მოლაპარაკებების ჩამშლელი “ქართული ოცნება“ გამოვა. მეგრელიშვილის განცხადებით, ის რომ “ნაციონალური მოძრაობისა“ და ნიკა მელიას ადგილზე ყოფილიყო, ვითარების ნორმალიზების სურვილის გამო, გირაოს თანხას გადაიხდიდა და სიტუაციის კიდევ უფრო ესკალაციას არ დაუშვებდა.

“პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით არის დაპირისპირება ორ მსხვილ პარტიას შორის - “ქართულ ოცნებასა“ და “ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროს პოლიტპატიმრებზე ვსაუბრობდით. საუბარი ხუთ პოლიტპატიმარზე იყო, რომელთაგან ოთხი ციხიდან გამოვიდა. ვსაუბრობდით, რომ ასეთი ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან ხელს უწყობდა კლიმატის გაუმჯობესებას, რათა მოლაპარაკებები კარგად დასრულდეს. ამავე დროს გვქონდა ეჭვი, რომ ამ მოლაპარაკებების დასრულება არცერთ მხარეს არ უნდა. ახლა დგება მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაჭერის საკითხი და ეს იმ დროს, როცა მოლაპარაკებების თაობაზე ახალ-ახალი იდეები გამოდიოდა. ჩვენ სულ გვქონდა ეჭვი, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეებისთვის საკითხები კი არ იყო მნიშვნელოვანი, არამედ მიზანი იყო მოლაპარაკებების წარუმატებლობა“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მეგრელიშვილის შეფასებით, “ქართული ოცნება“ და "ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთისათვის ძალიან კომფორტული ოპონენტია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს