იოსებ ხახალეიშვილი - დესტრუქციულ ოპოზიციას ქუთაისში მხარდაჭერა არ ექნება

„ეს არის ხელმოცარული და კრიმინალური ოპოზიციის მორიგი მცდელობა, რომ მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში. ეს მათი ხელწერაა,"-ასე ეხმაურება ქუთაისის მერი ,,ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მერიის შენობაში შეჭრის მცდელობას. მისივე განცხადებით, ხელისუფლება იმოქმედებს კანონის ფარგლებში და დაიცავს მოქალაქეების სიმშვიდეს.

“ისინი კვლავ ცდილობენ საჯარო დაწესებულებებში ძალადობრივი გზით შეჭრას და ამ შენობების ბლოკირებას. ამას აკეთებდნენ საარჩევნო კამპანიის დროს და ასე აგრძელებენ ახლაც. ჩვენ, კანონის მიერ მონიჭებული უფლებების გამოყენებით, შევეცდებით არ მივცეთ მათ არეულობის მოწყობის საშუალება და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდე. დესტრუქციულ ოპოზიციას ქუთაისში მხარდაჭერა არ ექნება", - განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის მერიის შენობაში „ნაციონალური მოძრაობის „ აქტივისტები ცდილობდნენ შეჭრას. სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ „კომენდანტის საათს" , ამასთანავე, ქუთაისის მერს რეგულაციების დარღვევაში ადანაშაულებდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის