თბილისში, აგლაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

რამდენიმე საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, თბილისში, აგლაძის ქუჩაზე, შერეულ სასაწყობე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილზე ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავების და მონიტორინგის მიზნით რჩება რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოსულ შეტყობინებაზე რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უმოკლეს დროში მოახდინა. იყო ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა მოახერხეს ხანძრის დროული ლოკალიზება და საწყობების მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

აგლაძის ქუჩაზე სულ მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ოცამდე ჯგუფი.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ და ქრობის სამუშაოებს ხელმძღვანელობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი, მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს