დავით მათიკაშვილი -  ნიკა მელიას პერსპექტივის ავტორი არის ნიკა მელია - რა პროცესებიც მის თავს განვითარდება, ამ ყველაფრის ავტორი იქნება თვითონ

ნიკა მელიას პერსპექტივის ავტორი არის ნიკა მელია - რა პროცესებიც მის თავს განვითარდება, ამ ყველაფრის ავტორი იქნება თვითონ, - ეს განცხადება “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით მათიკაშვილმა გააკეთა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში პირდაპირ წერია, რა მოქმედებები უნდა განახორციელოს პროკურატურამ, როცა პირი აღკვეთის ღონისძიების პირობებს არღვევს. დეპუტატის თქმით, დაჭერა და მკაცრი ზომების გამოყენება იდეაფიქსი არ არის და ამის გაკეთება არავის სიამოვნებს.

“ქართული ოცნების“ დეპუტატმა განაცხადა ისიც, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობა ვერ გახდება ქვეყნის დემოკრატიის რღვევისა და სამართალდამცავი სისტემის შეურაცხყოფის საფუძველი.

“გვინდა ჩვენ სამართლებრივი სახელწიფოს მშენებლობა?! გვინდა სახელმწიფო გვერქვას?! მართლა სასირცხვილოა! ასეთი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტისამართლებრივი იდეოლოგიის მქონე ძალა მგონი საქართველოში სერგო ორჯონიკიძისა და ფილიპე მახარაძის შემდეგ არ ყოფილა. საუბრობენ ძალიან ნათლად, თუ როგორ უნდა დავანგრიოთ სახელმწიფო, როგორ უნდა გამოვაცალოთ საფუძვლები დემოკრატიას, როგორ გამოვაცალოთ საფუძველი სამართლადამცავ ორგანოებსა და როგორ შექმნან ქაოსი. საქმე არ არის გირაოს თანხის გადახდა - არ გადახდასთან. საქმე იმაშია, რომ ან გქვია სახელმწიფო ან არა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს