შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ არცერთი წუთით არ შეფერხებულა ჯარის საჭირო ინვენტარით მომარაგება

შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ არცერთი წუთით არ შეფერხებულა ჯარის საჭირო ინვეტარით მომარაგება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ერთჯერადი მოხმარების ჭურჭელთან და მის შესყიდვასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტს, რომელიც ჩვეულ სტილში, შეთხზული ფაქტებითა და უსაფუძვლო ბრალდებებით იყო შედგენილი. ამჯერად, ტელეკომპანიის მზარდი ინტერესის საგანი ერთჯერადი მოხმარების ჭურჭელი და მის შესყიდვასთან დაკავშირებული პროცედურები გახდა.

უპირველესად, ხაზგასასმელია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტენდერი არ შედგა, შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფას“ გაგვაჩნია საკმარისი მარაგები და არცერთი წუთით არ შეფერხებულა ჯარის საჭირო ინვეტარით მომარაგება.

ცხადია, ელემენტარული ლოგიკაც საკმარისია იმ ფაქტის გასააზრებლად, რომ ტენდერის მიმდინარეობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ შემსყიდველზე და შეუძლებელია კვებითმა კომპანიამ ტენდერის შედეგები წინასწარ განსაზღვროს. მით უფრო ამ ფაქტის „სისტემურ პრობლემად“ წარმოჩენა არა მხოლოდ აბსურდულია, არამედ შორს არის საღი აზრისგან და მხოლოდ ირონიას იწვევს. სწორედ მსგავსი შემთხვევების პრევენციისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია გადაუდებელი შესყიდვის მექანიზმი, რათა საჭიროებები სწრაფად და ეფექტურად იქნეს უზრუნველყოფილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა