მსოფლიო პატრიარქი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს წერილით მიმართავს

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს წერილით მიმართავს. წერილში აღნიშნულია, რომ ამერიკის საეპისკოპოსოს კლერიკოსები: ეკონომოსი დუან გონსონი, პრესვიტერი დიონისე ლისტერმან იერლინგი, ნიკოლოზ გრაფი, ემანუელ ხაძიდაკისი და კევინ მილსაპსი და პრესვიტერი დიმიტრი გეორგიადისი, სვიმის სამიტროპოლიტოს კლერიკოსი უკიდურესად მძიმე კანონიკურ დანაშაულში ჩავარდნისათვის, სამღვდელო ხარისხიდან დაყვანილი იქნენ ერისკაცობამდე“, - ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის წერილშია აღნიშნული.

წერილს, რომელსაც მსოფლიო პატრიარქი, მისი ყოვლადუწმინდესობა ბართლომეოსი უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს უგზავნის „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„უწმინდესო და უნეტარესო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსო და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტო, ქრისტესმიერო, უსაყვარლესო და უსასურველესო ძმაო და თანამწირველო, მეუფე ილია, გეხვევით ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით და მოგახსენებთ. ჩვენთვის ფრიად საყვარელო და დაფასებულო უნეტარესობავ, თქვენ და საქართველოს ეკლესიას, ამ ძმური წერილით ვაუწყებთ, რომ ამერიკის საეპისკოპოსოს კლერიკოსები: ეკონომოსი დუან გონსონი (Duan Gonson), პრესვიტერი დიონისე ლისტერმან იერლინგი (Listerman-Vierling), ნიკოლოზ გრაფი(Nicolas Graff), ემანუელ ხაძიდაკისი და კევინ მილსაპსი (kevin millsaps) და პრესვიტერი დიმიტრი გეორგიადისი, სვიმის სამიტროპოლიტოს კლერიკოსი უკიდურესად მძიმე კანონიკურ დანაშაულში ჩავარდნისათვის, სამღვდელო ხარისხიდან დაყვანილი იქნენ ერისკაცობამდე. ამ კანონიკურ გადაწყვეტილებას მსოფლიო საპატრიარქო აუწყებს თქვენს უნეტარესობას და ძმურად სთხოვს, რათა, როგორც განძარცვულებთან ყოველი ქიროტონიული მადლისა და ენერგიებისაგან, შემთხვევით არ შეხვიდეთ მათთან საღთისმსახურო ურთიერთობაში.

გემთხვევით რა წმინდა ამბორით, თქვენო ღირსეულო უნეტარესობავ, გემშვიდობებით უფლისმიერი სიყვარულითა და გამორჩეული პატივისცემით. ქრისტესმიერი ძმური მოკრძალებით კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართოლომეოსი“,- აღნიშნულია წერილში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო