ნათია თურნავა - ჩვენს რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში სხვადასხვა ქვეყანას საკრედიტო რეიტინგი დაუქვეითდა, საქართველო ამ თვალსაზრისით პრაქტიკულად ერთ-ერთი გამონაკლისი ქვეყანაა

კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პოსტსაბჭოთა სივრცეში, ჩვენს რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში სხვადასხვა ქვეყანას დაუქვეითთა საკრედიტო რეიტინგი, საქართველო კი, პრაქტიკულად ერთ-ერთი გამონაკლისი ქვეყანაა, რომელსაც რეიტინგი შეუნარჩუნდა.

„სააგენტო Fitch-მა უცვლელად დატოვა ჩვენი ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB-ზე დონეზე. მიუხედავად გლობალური გაურკვევლობისა და პანდემიასთან დაკავშირებული გლობალური კრიზისისა, ასევე იმ სირთულეებისა, რომელიც საქართველოსაც ხვდა წილად, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, ჩვენი მმართველობის ხარისხი, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და უწყვეტი რეფორმები აძლევთ მათ შესაძლებლობას კვლავ მაღალ დონეზე შეაფასონ ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო მიმზიდველობის ხარისხი, ჩვენი ბიზნესგარემოს მიმზიდველობის ხარისხი და დატოვონ უცვლელი ჩვენი საკრედიტო რეიტინგი. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ჩვენს რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში სხვადასხვა ქვეყანას დაუქვეითდა საკრედიტო რეიტინგი, რაც გასაგებია, განსაკუთრებით გლობალური პანდემიის ფონზე. საქართველო ამ თვალსაზრისით არის პრაქტიკულად ერთ-ერთი გამონაკლისი ქვეყანა.

Fitch-ის შეფასებით, ჩვენთან ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი იქნება საშუალზე მაღალი, კერძოდ, წელს ვარაუდობენ 4,3% ეკონომიკურ ზრდას. ნიშანდობლივია, რომ 2022 წლისთვის Fitch-ის შეფასება უფრო ოპტიმისტურია, ვიდრე ზოგიერთი საერთშორისო ინსტიტუტის და 5,8%-ს ვარაუდობენ მომავალ წელს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში Fitch-მა შეამცირა სომხეთის საკრედიტო რეიტინგი “BB-“- დან 'B+'-მდე, ხოლო სლოვაკეთის, ბელარუსის და ლატვიის შემთხვევაში შეამცირა რეიტინგის პერსპექტივა. უწყების ცნობით, მიმდინარე პანდემიისა და გლობალური გაურკვევლობის ფონზე, სარეიტინგო კომპანიის მიერ რეიტინგის და პერსპექტივის უცვლელად დატოვება ნათლად მიანიშნებს ნდობას საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური გარემოს მიმართ.

„სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, საქართველოს სუვერენული რეიტინგი მხარდაჭერილია “BB” კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მაღალი მართველობის ხარისხით და ბიზნეს გარემოთი. სახელმწიფოში გატარებული თანმიმდევრული და სანდო პოლიტიკა, უზრუნველყოფს ქვეყანის შედარებით მდგრადობას შოკების მიმართ. სახელმწიფოში გატარებული თანმიმდევრული და სანდო პოლიტიკა უზრუნველყოფს ქვეყანის შედარებით მდგრადობას შოკების მიმართ. სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4.3 პროცენტით, ხოლო 2022 წელს 5.8 პროცენტით გაიზრდება. Fitch-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მაღალი იქნება.

Fitch-ი ანგარიშში ნათლად აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნებში, „ქართული ოცნების“ ხელახალი არჩევა აძლიერებს სარეიტინგო კომპანიის მოლოდინებს ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების გატარების უწყვეტობის შესახებ. ამასთან, მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობისა, ოპოზიციური პარტიების პარლამენტის ბოიკოტირების ფონზე, სარეიტინგო კომპანია ვერ ხედავს რისკებს ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების გატარების უწყვეტობის მიმართულებით“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ეკონომიკისა მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სარეიტინგო კომპანია ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი სანდო პოლიტიკის გატარებით წარმატებით ახდენს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას, როგორც წინა შოკების პერიოდში, ასევე მიმდინარე გლობალური პანდემიის დროს.

„ეკონომიკის აღდგენა და მთავრობის მიერ გაცხადებული ვალდებულება - უზრუნველყოს 2024 წლისთვის მშპ-ს 3.0%-ზე ნაკლები დეფიციტის მიღწევა, ხელს შეუწყობს საშუალოვადიან პერიოდში ვალის დონის შემცირებას. Fitch - ი ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მიმართ დონორების მიერ გამოცხადებულ მნიშვნელოვან ნდობასა და მხარდაჭერაზე. პანდემიის პერიოდში, მთავრობის გონივრული ფისკალური პოლიტიკა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის აქტიური ჩართულობა მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, სარეიტინგო კომპანიას უმყარებს რწმენას, რომ პანდემიის შემდეგ მოხდება ფისკალური კონსოლიდაცია. ქვეყნის მმართველობისა და ბიზნესის კეთების სიმარტივე აღემატება „BB“ კატეგორიის ქვეყნების მაჩვენებლებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის EFF პროგრამის ერთგულება ხელს უწყობს სტრუქტურული რეფორმების პოზიტიური დღის წესრიგის შენარჩუნებას. აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამა წარმატებით ხორციელდება, რაც ნათლად დადასტურდა პროგრამის მე-7 შეფასებითაც და აღნიშნული ნათლად მიანიშნებს მთავრობის მზაობაზე, გააგრძელოს სტრუქტურული რეფორმების განხორციელება და უზრუნველყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს