ნათია თურნავას განცხადებით, მომავალ კვირას ის სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მომავალ კვირას ის სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ორშაბათიდან გრძელდება შეზღუდვების წერტილოვანი მოხსნის ეტაპობრივი სტრატეგია. იხსნება სარესტორნო ბიზნესის ღია სივრცეები. კაფეები და რესტორნები მთელი საქართველოს მასშტაბით განაახლებენ მუშაობას, თუმცა, რა თქმა უნდა, კვალავაც, არამარტო სარესტორნო ბიზნესის, არამედ ყველასთვის რჩება ღამის საათების შეზღუდვა. შაბათ-კვირის შეზღუდვა, როგორს რესტორნებისთვის, ასევე სავაჭრო ობიექტებისთვის. ეს არის შესაძლებლობა, რომ დავიცვათ ეტაპობრივობის პრინციპი. ერთი მხრივ, ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი, რადგან კონტროლის ქვეშ გვყავს აყვანილი ეპიდემიოლოგიური ვითარება, მეტ-ნაკლები სტაბილიზაციაა, მაგრამ, ყოველთვის არსებობს საფრთხე, ერთიანად რომ გავხსნათ ყველაფერი და ყველა შეზღუდვა მოვხსნათ, ამან ნეგატიური შედეგი გამოიწვიოს. კარგად გვესმის რესტორნების წუხილი. მათ უნდათ მეტი, არამარტო ღია სივრცეები, დახურული სივრცეებიც, შაბათ-კვირის, ასევე, საათების შეზღუდვის მოხსნა, რაც გასაგებია ბიზნესის თვალსაზრისით. მათი პირველი მტერი არის პანდემია. ჩვენი შეზღუდვები, მათ შორის, რესტორნებსაც იცავს იმისგან, რომ მეორე დღეს ჩვენ არ მოგვიხდეს ყველაფრის ლიბერალიზაციის პოლიტიკის უკან გამოთხოვა და შეზღუდვების დაწესება. მათთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, წინა კვირაშიც ჩემი მოადგილე და შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ეკონტაქტა, საუბრობენ, თუ რა დამატებითი პასუხისმგებლობა აიღონ რესტორნებმა, რომ უფრო მიმზიდველები იყვნენ კლიენტისთვის, როგორც უსაფრთხო მომსახურების ობიექტი. შემდეგ კვირაში, მეც ვგეგმავ მათთან შეხვედრას, ვისაუბრებთ გახსნის პირველი დღიდან, რა ტენდენციები ჩანს“, - აცხადებს თურნავა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა