ნათია თურნავა გადადგომის შესახებ - რას მელაპარაკებით?! ამ გადაწყვეტილებას იღებს არა მედია, არამედ, პრემიერი, ჯერჯერობით, მსგავსი სიგნალი არ მომსვლია

რას მელაპარაკებით?! პირველად მესმის თქვენგან, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტის კითხვას მის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით.

მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ხუმრობით აღნიშნა, რომ ინფორმაციას აუცილებლად გადაამოწმებს.

„რას მელაპარაკებით?! პირველად მესმის თქვენგან, აუცილებლად გადავამოწმებ! რა თქმა უნდა, არ ვადასტურებ. ამ გადაწყვეტილებას იღებს არა მედია, არამედ, პრემიერ-მინისტრი. ჯერჯერობით მსგავსი სიგნალი არ მომსვლია. ოდესღაც ყველანი სადღაც წავალთ და დარწმუნებული ვარ, ჩვენზე უკეთესი ადამიანები მოვლენ. მაგრამ ჯერჯერობით არ ვაპირებთ და ვმუშაობთ თქვენთვის და ყველასთვის“, - განაცხადა თურნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო