წყნეთის ტყე-პარკში დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი ეწყობა

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყობა და კომბინირებული სპორტული მოედანი განთავსდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის თანახმად, სხვადასხვა სახის საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, ბატუტები და სხვა ინფრასტრუქტურა რამდენიმე ზონაზე გადანაწილდება, ასევე, დამონტაჟდება სხვა შესაბამისი საპარკე ავეჯი, მოეწყობა სავალი ბილიკები, განათებისა და სარწყავი ქსელები, დამატებით დაირგვება მცენარეები.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ამავე სივრცეში კომბინირებული სპორტული მოედანი ეწყობა, სადაც რბილ საფარზე ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები დამონტაჟდება. მიმდინარე სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე ვაკის მაჟორიტარ დეპუტატებთან ნოდარ ტურძელაძესთან და გიორგი მუსხელიშვილთან ერთად გაეცნო. ისინი პროექტის დეტალებზე ადგილობრივ მცხოვრებლებს ესაუბრნენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა