ლაშა დამენია - პარტიაში განსხვავებული აზრია, როგორ ჯობია განახლება - სამივე ლიდერი გაიწევა თუ ვინმე რჩება

პარტიაში აზრი ორად გაიყო, ნაწილი თვლის, რომ ლიდერები უნდა გაიწიონ და გზა ახალ ლიდერებს უნდა დავუთმოთ, ნაწილი კი, თვლის, რომ ვინმე მაინც უნდა დარჩეს იმისთვის, რომ გარკვეულწილად, იდენტრიფიცირება მოხდეს „ევროპული საქართველოსთან“ და ამ პირობებში მოხდეს პარტიის განახლება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა ლაშა დამენიამ პარტიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ რადგან სხვადასხვა აზრი დაფიქსირდა ამ კუთხით გადაწყვეტილებას მიიღებს ყრილობა და უმრავლესობის მოთხოვნით ყრილობაზე გადაწყდება, რა გზას დაადგება პარტია. „ევროპული საქართველოს“ თუ რამეს არ უჩივის, ეს არის ის, რომ პარტიას ლიდერების რესურსი არ აკლია. ახალი სახეების მოზიდვის მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს. აქ, უბრალოდ, განსხვავებული აზრი არის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჯობია პარტიისთვის განახლება - სამივე ლიდერი იწევა და განახლებას ისე ვაკეთებთ, თუ ვინმე რჩება და ისე ვაკეთებთ განახლებას. ყველა შემთხვევაში, ახალი გენერალური მდივნის და პარტიის ახალი თავმჯდომარის რესურსი პარტიაში არსებობს, ეს პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. აქ, სტრუქტურულ მოწყობაზეა საუბარი. „ქართული ოცნების“ მხრიდან გაყალბების ყველანაირი მეთოდის მიუხედავად, ის შედეგი, რომელიც შესაძლოა მიღებული ყოფილიყო პარტიისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი. ამიტომ, რა თქმა უნდა, პარტიაში გაჩნდა მოსაზრებები, თუ რა გზას დავადგეთ, რა სტრუქტურული ცვლილებები შევიტანოთ, რა განსხვავებები ვაჩვენოთ იმისთვის, რომ მომავალ არჩევნებზე უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ“, - განაცხადა ლაშა დამენიამ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა