მამუკა ხაზარაძე - ნიკა მელიას გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, ეს ერთადერთი ინსტრუმენტია მის ხელში, საზოგადოებას აჩვენოს, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება გვაქვს

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ქვეყანაში უნდა შეწყდეს პოლიტიკური­ მართლმსაჯულება, სწორედ ამიტომ უარს ამბობს „ლელო" პარლამენტში შესვლაზე. ასე გამოეხმაურა ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას საქმეს.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, მელიას გადაწყვეტილებას ის პატივს სცემს.

ნიკა მელიას გადაწყვეტილებას მე პირადად პატივს ვცემ, ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი მის ხელში, საზოგადოებას აჩვენოს, რომ ჩვენ პოლიტიკური მართლმსაჯულება გვაქვს. ეს ადამიანი მიდის რისკზე. შესაძლოა, დაიჭირონ და ამით კიდევ ერთხელ აფხიზლებს საზოგადოებას, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი საქმეებია შეკერილი. შესაბამისად, როცა შერიგებაზე ვლაპარაკობთ, გამოსავალი არის პოლიტიკური პატიმრების და პოლიტიკური საქმეების შეწყვეტა, თუ გვინდა განვითარების კალაპოტში ჩაჯდეს ქვეყანა. თუ ეს არ მოხდება, ქვეყანაში გაგრძელდება ადამიანებით/მძევლებით „ვაჭრობა". ნიკა მელია კანონს არღვევს თუ არა, ეს მისი არჩევანია, პროტესტის ფორმა. მაგალითად, როგორც ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში, არა იმიტომ, რომ პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას პატივს არ ვცემ - არა! მე არ მინდა შევიდე გაყალბებულ პარლამენტში, რომ მეც ამ გაყალბების ნაწილი არ გავხდე“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მან ასევე ისაუბრა რიგგარეშე არჩევნებზე და აღნიშნა, რომ თუ კანონმდებლობა მომზადებული იქნება და 2022 წელს ახალი არჩევნები ჩატარდება, მაშინ პარლამენტში ხვალვე შევა. ეს კი, მისივე თქმით, დაასრულებს პოსტ საბჭოთა 30-წლიან მენტალობას.

„ჩვენ კარგად უნდა დავფიქრდეთ, რომ გზის გასაყარზე ვდგავართ. 4 წელი კიდევ გვინდა თუ არა ქვეყნის რყევაში ვიყოთ ყველა ერთად ჩართულები, შეგნებულად თუ შეუგნებლად, რადგან როცა გადაწყვეტილებას არ იღებ, მაშინ გემი უბრალოდ მიდის კაპიტნის გარეშე და რას დავეჯახებით არავინ იცის. რა ინსტრუმენტი გამაჩნია მე? სულ ისმის ეს კითხვა რა გააჩნია ოპოზიციას. სიმტკიცე, მოთმინება და ამ ბოიკოტის ერთიანობა. თუ ამაში საზოგადოება გვერდში დაგვიდგება და მიხვდება, რომ ეს არის გამოსავალი, ყველამ ერთად, საზოგადოებამ, ამომრჩეველმა, ვაჯობოთ იმ ადამიანებს ვინც წაგვართვა ხმები. რაც ნიშნავს, რომ დავნიშნოთ რიგგარეშე არჩევნები, ახალი ხმებით, რომელიც ამ ქვეყანაში დაასრულებს პოსტსაბჭოთა, 30- წლიან მენტალობას, არჩევნებთან დაკავშირებით. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, გამარჯვებული პარტიის ლიდერი, რომლის გამოც "ოცნებამ" მიიღო ის ხმები რაც მიიღო და ის ტოვებს პარტიას, ამ დროს ყველა ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში ახალი არჩევნები ინიშნება. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ამომრჩევლის 50% ლიდერს აძლევს ხმას, შემდეგ გუნდს და შემდეგ პროგრამას.

წარმოიდგინეთ, ეს ადამიანი წავიდა პოლიტიკური სცენიდან, დაგვიტოვა გაყალბებული არჩევნები და გაყალბებული პარლამენტი. გამოსავალი არის - შეცვლილი და მომზადებული კანონმდებლობა, რომ 2022-ში ჩაინიშნოს რიგგარეშე, ახალი არჩევნები. ჩვენ გამოსავლის გზებზე უნდა ვისაუბროთ“, - მამუკა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა