ზურაბ  ჯაფარიძემ დაუმორჩილებლობის ნიშნად, ბარი "ჯაფარასთან" გახსნა

"გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ დაუმორჩილებლობის ნიშნად ბარი "ჯაფარასთან" გახსნა. როგორც ზურა ჯაფარიძე აღნიშნავს, ბარის გახსნა მიმართულია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ.

მისივე ინფორმაციით, ბარი შეზღუდვების მიუხედავად ღამის საათებშიც იმუშავებს.

"ეს არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი. ვიცით, რომ ქვეყანაში უამრავი შეზღუდვა მოქმედებს, მათ შორის, "კომენდანტის საათი" ,რაც კაფეს, ბარის, რესტორნის ფუნქციონირებას ეხება. ეს არის დაუმორჩილებლობის აქტი, რომლის მიზანია ეს შეზღუდვები გააპროტესტოს. ვითხოვთ, რომ ყველა შეზღუდვა მოიხსნას. ეს ბარი უკვე არღვევს რეგულაციას, როგორც ხედავთ, შიგნით ხალხი ზის, ასევე დაარღვევს "კომენდანტის საათსაც" ,- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

კითხვაზე, იყენებს თუ არა ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნულ შემთხვევაში დეპუტატის მანდატს, ჯაფარიძე დასძენს, რომ თუ ბარის გახსნით და მისი ფუნქციონირებით რეგულაციებს არღვევს, უნდა გაუუქმონ მანდატი, შემდეგ კი დააპატიმრონ.

"მე თუ ვარღვევ ახლა რეგულაციას, გამოუქმონ მანდატი. თან ბევრ რეგულაციას ვარღვევ, უნდა მიმართონ პარლამენტს და გამიუქმონ მანდატი, შემდეგ უნდა დამაპატიმრონ. კი, ამაზე მივდივარ. მოთხოვნილი მაქვს და არ მიუქმებენ, იქნებ ასე გამიუქმონ", - აცხადებს ჯაფარიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა