ხატია დეკანოიძე - წინასწარ მინდა ვუთხრა "ქართულ ოცნებას", ნიკა მელიას დაკავება მარტივი საქმე არ იქნება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელია დაკავება "მარტივი საქმე არ იქნება". ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ "ინტერპრესნიუსთან" პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

ხატია დეკანოიძის თქმით, ხელისუფლება ღრმა კრიზისშია.

„მე მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოლოდინი მაქვს, ხელისუფლების პოლიტიკური მართლმსაჯულება ნიკას ამ ნაბიჯით კიდევ უფრო გამოაშკარავდა. ძალიან ღრმა კრიზისშია ხელისუფლება, ნამდვილად ხვდება, რომ დააკავოს ძალიან სერიოზული პრობლემააა, არ დააკავოს, ასევე ძალიან სერიოზული პრობლემაა. ამიტომ გადადგეს ის ნაბიჯები, რომელიც მოყვა პროკურატურის განცხადებას. ამ ქვეყანაში არც პარლამენტია, არც სასამართლო არ გვაქვს, არც ერთი ინსტიტუტი, რომელიც ადამიანის უფლებებს დაიცავს. ძალიან მნიშვენლოვანია, რომ ნიკამ ძალიან ღირსეული ნაბიჯი გადადგა. წინასწარ მინდა ვუთხრა "ქართულ ოცნებას", რა თქმა უნდა, მისი დაკავება არ იქნება მარტივი საქმე",-აცხადებს დეკანოიძე.

ცნობისთვის, პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობასთან დაკავშირებული თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართავს.

შეგახსნებთ, 5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გააფრთხილა და განმარტა, რომ თუკი ის გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს 40 000 ლარის გადახდას, ან აღნიშნული თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით გირაოს უზრუნველყოფას ითხოვს. ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე მას აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა