ხატია დეკანოიძე - მომწონს პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი, ამიტომ მოვედი ზურაბ ჯაფარიძის იდეის მხარდასაჭერად ბარში

„მომწონს ეს პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი, ამიტომ მოვედი ზურაბ ჯაფარიძის იდეის მხარდასაჭერად", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ "გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურა ჯაფარიძის მიერ დაუმორჩილებლობის ნიშნად გახნილ ბარზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძე აცხადებს, ის მხარს უჭერს ბიზნესის გახსნას.

"მე მომწონს ზურაბ ჯაფარიძის ეს იდეა. ზოგადად, მხარს ვუჭერ საქართველოში ბიზნესის გახსნას, რომ საშუალება მიეცეთ ამუშავდნენ. ხელისუფლება ვალდებულია, რომ იზრუნოს ეკონომიკაზე, ადამიანებზე, მცირე ბიზნესზე, რომ ჰქონოდათ ელემენტარული შემოსავალი.

მომწონს ეს პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი, მათ შორის, იცითმ რომ მარშშიც ვმონაწილეობდი, ამიტომ მოვედი ზურაბ ჯაფარიძის იდეის მხარდასაჭერად", - აცხადებს დეკანოიძე.

კითხვაზე, იქონიებს თუ არა გავლენას ეპიდვითარებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მიმდინარე აქციები, დეკანოიძე განმარტავს: "ვფიქრობ, ეპიდსიტუაციის მართვა, როგორც ეს ხდებოდა ბევრ ქვეყნებში, შესაძლებელია, მათ შორის, ტესტირებით. ამაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ეკონომიკის მოკვლა არ შეიძლება. ნებისმიერი არგუმენტი, როდესაც მე ხელისუფლება მეუბნება, რომ ვიზრუნებ შენზე, მაგრამ ვიზრუნებ ისე, რომ გაღარიბდე, მიუღებელია. თუ ჩატარდება მასობრივი ტესტირება, რა თქმა უნდა, ამით ეპიდვითარების მართვა შესაძლებელი იყო",-აცხადებს დეკანოიძე.

ცნობისთვის, "გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ დაუმორჩილებლობის ნიშნად ბარი "ჯაფარასთან" გახსნა. როგორც ზურა ჯაფარიძე აღნიშნავს, ბარის გახსნა მიმართულია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ. მისივე ინფორმაციით, ბარი შეზღუდვების მიუხედავად ღამის საათებშიც იმუშავებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა