ელენე ხოშტარია - ხელისუფლებამ არ ჩათვალოს, რომ ვინმე დაიღლება, იმდენი ხანი გავაპროტესტებთ, რამდენიც საჭიროა

„ხელისუფლებამ არ ჩათვალოს, რომ ვინმე დაიღლება, სანამ არ მოვიტანთ შედეგს ჩვენი უფლებებისთვის და ადამიანების გასაჭირის წინაააღმდეგ, იმდენი ხანი გავაპროტესტებთ, რამდენიც საჭიროა",- ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან, "გირჩი მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ დაუმორჩილებლობის მიზნით გახნილ ბარში "ჯაფარასთან" განაცხადა.

ელენე ხოშტარიას თქმით, მოსახლეობას აქვს არჩევანი, რომ არ მიიღოს უკანონო გადაწყვეტილებები და არ დაემორჩილოს მას.

„ძალიან მნიშვნელოვანი გახდა დაუმორჩილებლობა, როგორც პროტესტის ფორმა. რაღაც ეტაპზე მე გარკვეული ტიპის შეზღუდვებს ვიზიარებდი, რომ აუცილებელი იყო, მაგრამ საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ ადამიანებმა არ დაკარგონ სამუშაო ადგილები და ისე მართონ პანდემია. საკმარისი დრო გავიდა, რომ რესპრესიული შეზღუდვები, "კომენდანტის საათი" რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ნაკლები პროტესტი იყოს და გადაადგილება, ძალიან ურტყამს ეკონომიკას და ადამიანების შემოსავალს. ეს არის არაგონივრული და არაკონსტიტუციური, ეს დიდ ზარალს გვაყენებს. როდესაც მოსახლეობაზე ხელისუფლება ასე ძალადობს, მოსახლეობას აქვს არჩევანი, რომ არ მიიღოს ეს უკანონო გადაწყვეტილებები და არ დაემორჩილოს მას. ყველ პროტესტი პროცესია. ყველაზე მთავარია, ხელისუფლებამ არ ჩათვალოს, რომ ვინმე დაიღლება. ძალიან კარგად მახსოვს ბიძინა ივანიშვილის სიტყვები " რას ურტყამენ ამ კედელს თავსო" ზუსტად ეგ არის შემართება, სანამ არ მოვიტანთ შედეგს, ჩვენი უფლებებისთვის და ადამიანების გასაჭირის წინააღმდეგ, იმდენი ხანი გავაპროტესტებთ, რამდენიც საჭიროა",- აცხადებს ხოშტარია.

ცნობისთვის, "გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ დაუმორჩილებლობის ნიშნად ბარი "ჯაფარასთან" გახსნა. როგორც ზურა ჯაფარიძე აღნიშნავს, ბარის გახსნა მიმართულია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ. მისივე ინფორმაციით, ბარი შეზღუდვების მიუხედავად ღამის საათებშიც იმუშავებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა