ნიკა მელია - ვერ დამიჭერთ ვერც მურუსიძის სასამართლოთი და ვერც პარლამენტით, ვერც ამ დაჭერობანას თამაშით გამტეხავთ - ჩემი ფეხით ციხეში მისვლას ვერ ეღირსებით!

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ "ვერც მურუსიძის სასამართლოთი დაიჭერენ და ვერც პარლამენტით". ამის შესახებ ნიკა მელია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. ის ასევე აღნიშნავს, რომ "დაჭერობანას თამაშით ვერ გატეხავენ".

„გითხარით - არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. როგორც ხედავთ, არ გადავიხადე. არადა, მთელი კვირა დაზუთხულს იმეორებდით, რომ გადავიხდიდი.

რაც ვთქვი, შევასრულე - გავრილოვის გირაოს გირაო არ გადავიხადე და ისევ გიმეორებთ - ვერ დამიჭერთ ვერც მურუსიძის სასამართლოთი და ვერც პარლამენტით.

ვერ დამიჭერთ, რადგან გირაოს გირაოს გადაუხდელობის გამო დაჭერა არც კანონიერია და მითუმეტეს, არც სამართლიანი.

ჩემი ფეხით ციხეში მისვლას ვერ ეღირსებით და ახლა, თუ აფგან მუხთარლივით დამიჭერთ, ტომარას ჩამომაცმევთ და გამიტაცებთ, ეგ სხვა საქმეა, საქმე, რომელიც ხელისუფლებას დაგაკარგვინებთ.

ვერ დამიჭერთ, რადგან საქმე ჩემს დაჭერას კი არ ეხება, ეხება იმ თავისუფლების იდეის დაჭერას, რომელმაც სპონტანურად იფეთქა 20 ივნისის ღამეს და ათასობით აღშფოთებული ადამიანი გაგვაერთიანა.

კიდევ გიმეორებთ - ვერ დამიჭერთ და ვერც ამ დაჭერობანას თამაშით გამტეხავთ“, - აცხადებს ნიკა მელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა