სპეციალური პენიტენციური სამსახური - გავრცელებული ინფორმაცია N17 დაწესებულებაში თითქოსდა პატიმრებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე და 3 პატიმრის გარდაცვალებაზე, სიცრუეა

სპეციალური პენიტენციური სამსახური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, თითქოს N17 დაწესებულებაში პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა და სამი პატიმარია გარდაცვლილი.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სრული სიცრუე და პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაცია, ვინაიდან როგორც ირკვევა ერთ-ერთი პატიმრის ოჯახში განხორციელდა ზარი და მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს მათი პატიმარი გარდაიცვალა. ეს არის მიზანმიმართული კამპანია პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ, რასაც აუცილებლად მოყვება სამართლებრივი რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან. პენიტენციური სამსახური კი მიმართავს პატიმრების ოჯახებს, არ აყვნენ პანიკას და არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს