სოსო გოგაშვილი - მამა გიორგი მამალაძე არის კრიმინალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიების ჩავარდნა იყო ის, რომ გიორგი მამალაძის მიერ ციანიდის შესყიდვის და შემდეგ მისი ამოღების კადრები დაფიქსირებული არაა. ამის შესახებ სოსო გოგაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, საიდან შეიძლება ჰქონოდა გიორგი მამალაძეს ციანიდი, გოგაშვილი პასუხობს: „არ ვიცი“.

„ეს იყო ჩავარდნა გამოძიების პროცესში, როდესაც შესყიდვის და ამოღების მომენტის დაფიქსირება არ მოხდა. ეს მომენტი არის მინუსი. შესყიდვის და ამოღების მომენტები რომ ყოფილიყო დაფიქსირებული, სხვადასხვა ინსინუაციების შესაძლებლობა არ მიეცემოდათ. ვინმეს დაუდევრობით მოხდა თუ შეგნებულად, არ ვიცი, მაგრამ დაცვის მხარეს ამის საფუძველი მიეცა, რომ პროცესუალურ დარღვევებზე ესაუბრა“,- განაცხადა გოგაშვილმა.

მისი თქმით, გიორგი მამალაძეს და მის გარემოცვას საპატრიარქოში გავლენების დაკარგვის საფრთხე ჰქონდათ. გარდა ამისა, გოგაშვილი საუბრობს საპატრიაქროში შემოწირულობების გარკვეული ჯგუფის მიერ მითვისებაზეც.

„მამა გიორგი მამალაძე არის კრიმინალი. ამ ადამიანებს გაუჩნდათ საფრთხე საპატრიარქოში გავლენის დაკარვის. მათ ფინანსებთან ჰქონდათ წვდომა. ეს არაა ფინანსები, რომელიც ბიუჯეტიდან მოედინება. აქ საუბარია შემოწირულობებზე, რომელიც მათი წყალობით ადრესატამდე სრულყოფილად არ მიდიოდა. შემოწირულობები ან ანგარიშზე ირიცხება ან ნაღდი ფულით მიაქვთ პატრიარქის ნდობით აღჭურვილ პირებთან. ადამიანები, ვისაც ეს მიაქვთ, ხომ არ გადაამოწმებენ, დაცვამ ეს რამდენად მიიტანა ბოლომდე. ხშირ შემთხვევაში მას (ოხანაშვილს) აძლევდნენ. ერთი არხი ეს იყო ფულის შოვნის. მათ ჰქონდათ არხები, საიდანაც ფულს შოულობდნენ. ამის პრევენცია შეეძლო მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც იქ იყვნენ, ქორეპისკოპოსები და სხვა ადამიანები. კონტროლი შეეძლო მხოლოდ იმ ჯგუფს, რომელიც იქ იყო, თუ ამ ჯგუფს ჩამოიშორებ, კონტროლი აღარ გექნება - შეგიძლია 100 ათასიდან 50 ათასი მიიტანო და 50 ათასი დაიტოვო და ისინი ამის გადამოწმებას პატრიარქთან არ დაიწყებენ. ეს არ იყო ერთადერთი არხი. მნიშვნელოვანი არხი იყო ის, რომ ისინი უკავშირდებოდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ტენდერში იღებდნენ მონაწილეობას, ეტყოდნენ ამ ტენდერში არ მიეღოთ მონაწილეობა“,- განაცხადა გოგაშვილმა.

სოსო გოგაშვილი ასევე საუბრობს სამების ახალგაზრდული ცენტრის დაწვის საქმეზე და ვარაუდობს, რომ ის შეგნებულად დაწვეს. მისი განმარტებით, გიორგი მამალაძისა და საპატრიქროს დაცვის სამსახურის დაანგარიშებით, ცენტრის აღდგენისთვის 3 მლნ 600 ათასი მოითხოვეს, მაშინ, როდესაც სუს-ის პირადი კვლევით ამ სამუშაოებისთვის 1 მლნ ლარამდე თანხა საკმარისი იყო.

„როდესაც სამების ახალგაზრდობის ცენტრი დაიწვა, თუ დაწვეს, დაცვის სამსახურმა, მამალაძემ და არც თუ კარგი რეპუტაციის სასულიერო პირებმა გააკეთეს კალკულაცია და 3 მლნ 600 ათასი მოითხოვეს ბიუჯეტიდან დახმარების სახით, რათა ეს ახალგაზრდული ცენტრი აღდგენილიყო. გამოვიკვლიეთ ეს საკითხი. დამოუკდიებლად ვაწარმოეთ იქ ჩასატარებელი სამშაოების კვლევა და აღმოჩნდა, რომ 1 მლნ ლარამდეც არ იყო საჭირო რეაბილიტაციისთვის. 3 მლნ 600 ათასი მიდიოდა მათი ახლობლის კომპანიაში, საიდანაც 1 მლნ-ს დახარჯავდნენ და დანარჩენი თვითონ უნდა დარჩენოდათ“,- განაცხა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო