ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან ბიუროში 3 გარდაცვლილი გადაასვენეს

„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან ექსპერტიზის ბიუროში გადმოსვენებულია 3 გარდაცვლილი, არ შეესაბამება სიმართლეს“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში განუცხადეს.

ბიურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ეკა ჭუმბურიძის განცხადებით, მათ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან არავინ დაკავშირებია.

„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან ბიუროში გადმოსვენებულია 3 გარდაცვლილი, არ შეესაბამება სიმართლეს. ბიუროს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან არავინ დაკავშირებია“, - განაცხადა ეკა ჭუმბურიძემ.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ N17 დაწესებულებაში პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც სამი პატიმარია გარდაცვლილი. აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს არც სპეციალური პენიტენციური სამსახური. როგორც უწყებაში განმარტავენ „ეს არის სრული სიცრუე და პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაცია”.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა