ზურაბ ჯაფარიძის მიერ დაუმორჩილებლობის ნიშნად გახსნილ ბარში შრომის ინსპექცია შევიდა

"გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის მიერ დაუმორჩილებლობის ნიშნად გახსნილ ბარში „ჯაფარასთან“ შრომის ინსპექცია შევიდა. ამ წუთებში ბარში შრომის ინსპექციის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ახორციელებენ.

„რატომ არიან მოსულები, ჩემთვის გაუგებარია. თუმცა იმის გათვალისწინებით, რასაც ეს დეპარტამენტი ბოლო თვეების განმავლობაში აკეთებს, გასაგებია, რომ მათ დავალებული აქვთ, რომ ყველა ბიზნესი, რომელიც ოპერირებს და არღვევს არაადამიანურ შეზღუდვებს, დასაჯონ. ეს სახელმწიფო სტრუქტურა დაკავებულია იმით, რომ ადამიანებს აკარგვინებს სამსახურს, უხურავს ბიზნესებს“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, "გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დაუმორჩილებლობის ნიშნად ბარი "ჯაფარასთან" გახსნა. როგორც ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, ბარის გახსნა მიმართულია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო