ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილ ბარში მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ

„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილ ბარში "ჯაფარასთან" მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ. როგორც მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები აცხადებდნენ, ისინი ადგილზე ხმაურის სიმძლავრეს ზომავდნენ. მათივე განმარტებით, ადგილზე ხმაურთან დაკავშირებული დარღვევა ვერ აღმოაჩინეს. მათ ბარის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ დაუმორჩილებლობის ნიშნად ბარი "ჯაფარასთან" 13 თებერვალს, 19.00 საათზე გახსნა. როგორც ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, ბარის გახსნა მიმართულია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ. შრომის ინსპექცია დაუმორჩილებლობის ნიშნად გახსნილ ბარში შევიდა და ობიექტი 2000 ლარით დააჯარიმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს