ზურაბ ჯაფარიძე - მოვითხოვე დეპუტატის სტატუსის გაუქმება და არ გამიუქმეს, ბარის გახსნა დამჭირდა, რომ მანდატი გამეუქმებინა

მოვითხოვე დეპუტატის სტატუსის გაუქმება და არ გამიუქმეს, ბარის გახსნა დამჭირდა რომ მანდატი გამეუქმებინა", - ამის შესახებ "გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, მისი დაკავება რთულია, რადგან დეპუტატის მანდატი იცავს.

"ბარი მანამ არ დაიხურება, სანამ ფიზიკურად არ გამაკავებენ რამენაირად. ჩემი დაკავება ამ შემთხვევაში რთულია, მე ამ წუთში მაქვს დეპუტატის სტატუსი მათი დამსახურებით. მე მოვითხოვე დეპუტატის სტატუსის გაუქმება და არ გამიუქმეს. მოუწევთ მიმართონ საქართველოს პარლამენტს, რომ გამიუქმონ მანდატი, ბარის გახსნა დამჭირდა რომ მანდატი გამეუქმებინა", -აცხადებს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, შრომის ინსპექცია დაუმორჩილებლობის ნიშნად გახსნილ ბარში "ჯაფარასთან" შევიდა და ობიექტი 2000 ლარით დააჯარიმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა