„საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო“ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან რეგიონულ შეხვედრებს აგრძელებს

"საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ" პროექტ "ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას" ფარგლებში პროექტის მონაწილე აჭარის ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, ბათუმში საინფორმაციო - სამუშაო შეხვედრები გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რეგიონული შეხვედრები ეტაპობრივად, რეგულაციების დაცვით გაგრძელდება და საბოლოო ჯამში, 10 რეგიონს მოიცავს.

შეხვედრების მიზანია პროექტის მონაწილე ორგანიზაციების საქმიანობის ადგილზე გაცნობა, მათთან პროექტის მიმდინარე დეტალების განხილვა, სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა, ქოლგა ორგანიზაციის საქმიანობის გაცნობა და მათთვის ევროპის კავშირის გრანტის ფარგლებში შეძენილი კოვიდ უსაფრთხოების ნივთების გადაცემა. ასევე, ადგილზე მასალების შეგროვება ვიდეო რგოლებისთვის, რომელსაც ორგანიზაცია პროექტის,,ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია" ფარგლებში ქმნის.

"ვიდეო რგოლების მიზანია ახალგაზრდული ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ცნობიერების გაზრდა მათი საქმიანობის შესახებ. პროექტი სარგებლობს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის COVID-19 - ის სქემით და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, რათა შემსუბუქდეს COVID-19-ის გავლენა რეგიონში. "ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია" დაფინანსებულია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ, მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ll თემატური მიმართულების ფარგლებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო