პარლამენტში დღეიდან ცვლილებების პროექტის განხილვა განახლდება, რომლის საფუძველზეც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ორ უწყებად ყალიბდება

დღეიდან პარლამენტში მთავრობის სტრუქტურაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა განახლდება.

საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ორ სამთავრობო უწყებად - განათლებისა და მეცნიერების და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებად ყალიბდება, ჯერ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, შემდეგ კი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი განიხილავს. საკანონმდებლო პაკეტი ცვლილებებს 57 კანონში ითვალისწინებს.

გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი მისი შემადგენლობიდან კულტურის სფეროს გამოყოფისა და ახალი საპარლამენტო კომიტეტის - კულტურის კომიტეტის შექმნის ინიციატივაზე იმსჯელებს.

იხილეთ ვიდეო:პარლამენტში მთავრობის სტრუქტურაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა განახლდება

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო