სერგო ჩიხლაძე - თუ „ქართული ოცნება“ ნიკა მელიას დააკავებს, ეს დიდი შეცდომა იქნება და საბოლოო ჯამში, თვითონ „ოცნება“ დაზარალდება

თუ „ქართული ოცნება“ ნიკა მელიას დააკავებს, ეს იქნება დიდი შეცდომა, დიდი უსამართლობა და საბოლოო ჯამში,

თვითონ "ქართული ოცნება" დაზარალდება , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნიკა მელიას დაკავება კიდევ უფრო გაართულებს არსებულ პოლიტიკურ კრიზისს და ეს იქნება გადადგმული ნაბიჯი მოლაპარაკებების ჩაშლისკენ.

ნიკა მელიას დაკავება იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული ჩიხისკენ, მდგომარეობის ესკალაციისკენ და მოლაპარაკებების ჩაშლისკენ, რისკენაც „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად მიდის. თუ „ქართული ოცნება“ დააკავებს ნიკა მელიას, ეს იქნება დიდი შეცდომა, დიდი უსამართლობა და საბოლოო ჯამში, თვითონ "ქართული ოცნება" დაზარალდება. "ქართული ოცნება" სამართლებრივი სივრციდან დიდი ხანია გასულია, როცა პოლიტიკურ ოპონენტებზე სამართლებრივ დევნას აწარმოებს, ახორციელებს ზეწოლას და არჩევნებს აყალბებს. იმას რაც ხელისუფლების მხრიდან მელიასთან მიმართებაში ხდება, არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან, სამართლიანობასთან, ეს არის პოლიტიკური დევნა. მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას" შეწყვიტოს ყველა სახის პოლიტიკური დევნა, გაათავისუფლოს ჯერ კიდევ 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული პოლიტპატიმრები, მათ შორის გიორგი რურუა და მოუსხდეს მოლაპარაკების მაგიდას იმ საკითხებზე რაზეც დაიწყო მოლაპარაკებები და რამაც შექმნა პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი მომავალი კვირიდან განიხილავს. პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს, საგამოძიებო უწყებამ თანხმობის მისაღებად პარლამენტს შუამდგომლობით უკვე მიმართა.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარს დაუჭერს.

ნიკა მელიას განცხადებით, ის გირაოს არ გადაიხდის, მისი თქმით, „ვერც მურუსიძის სასამართლოთი დაიჭერენ და ვერც პარლამენტით.“

ხვალ გვექნება ოპოზიციური პარტიების ფართო შეხვედრა და გადაწყვეტილებებს და გეგმებს მოგახსენებთ.

იხილეთ ვიდეო:ნიკა მელიას თუ დააკავებენ, ეს იქნება დიდი შეცდომა, უსამართლობა, დაზარალდება "ქართული ოცნება" - სერგო ჩიხლაძე

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა