სერგო ჩიხლაძის ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების შეხვედრა ხვალ გაიმართება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ხვალ ოპოზიციის გაერთიანებული შეხვედრა შედგება.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, შეხვედრაზე სამომავლო სტრატეგიაზე იმსჯელებენ, მათ შორის იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესი, თუ ნიკა მელიას დააკავებენ.

„ხვალ გვექნება ოპოზიციური პარტიების ფართე შეხვედრა და გადაწყვეტილებებს და გეგმებს მოგახსენებთ, მაგრამ ნიკა მელიას დაკავება იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული ჩიხისკენ, მდგომარეობის ესკალაციისკენ და მოლაპარაკებების ჩაშლისკენ, რისკენაც „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად მიდის“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ხვალ, 12:00 საათზე დაიწყება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა