Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 172.8 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა

Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 172.8 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 52 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 15.8%-ს შეადგენს.

აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 40.5 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 2.8%-ს შეადგენს.

ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 21 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.

გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6 მილიონ ადამიანს უტარდება. ამ ტემპით მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 2 დოზით სრულ ვაქცინაციას 5 წელი დასჭირდება. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 6.2 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 69%-ს შეადგენს. ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც შესაბამისად, მოსახლეობის 46% და 22%-ს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია