ვახტანგ გომელაური - როგორც საჭირო იქნება, ისე მოიქცევა ყველა უწყება - მელია იქნება თუ სხვა, ყველა თანასწორი ვართ კანონთან

მელია იქნება თუ სხვა იქნება, რა მნიშვნელობა აქვს, ყველა თანასწორი ვართ კანონთან , - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

როგორც მან მედიას განუცხადა, ნიკა მელიასთან მიმართებაში, რასაც კანონი დაავალებს, იმას შეასრულებენ.

„კანონიდან გამომდინარე როგორც საჭირო იქნება, ისე მოიქცევა ყველა უწყება, ეს იქნება შს სამინისტრო თუ პროკურატურა, სხვა უწყებები. მელია იქნება თუ სხვა იქნება, რა მნიშვნელობა აქვს, ყველა თანასწორი ვართ კანონთან, თვითონაც ამას იძახის ბატონი მელია. რასაც კანონი დაგვავალებს, იმას შევასრულებთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი მომავალი კვირიდან განიხილავს. პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს, საგამოძიებო უწყებამ თანხმობის მისაღებად პარლამენტს შუამდგომლობით უკვე მიმართა. ნიკა მელიას განცხადებით, ის გირაოს არ გადაიხდის, მისი თქმით, „ვერც მურუსიძის სასამართლოთი დაიჭერენ და ვერც პარლამენტით.“

იხილეთ ვიდეო:

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა