პარლამენტთან აქცია „ერთად გადავარჩინოთ ბახმარო“ გაიმართა

საქართველოს პარლამენტთან, აქცია სახელწოდებით „ერთად გადავარჩინოთ ბახმარო“ გაიმართა.

აქციის წევრები ბახმაროში დაგეგმილი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ. მათი განცხადებით, ჰესის აშენების შემთხვევაში ბუნებრივი ზიანი ფართო მასშტაბის იქნება. ამავე მოთხოვნით ხელმოწერები შეგროვდება თელავსა და ბათუმშიც.

"პირველ რიგში ეს არის სოლიდარობის აქტი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ადგილზე იბრძვიან ამ სრულიად საზიანო ჰესის აშენების წინააღმდეგ. წარმოუდგენელია ისეთი სიმდიდრე, რომელიც არის ბახმარო ვინმემ მაფიოზურად აიღოს და ჩადგას ჰესი. შესაძლოა, ისეთი ადგილების მონახვაც, სადაც ბუნებრივი ზიანი ამ მასშტაბის არ იქნება. ამ სოლიდარობის გამოსახატად ბათუმში, თელავსა და თბილისში ვაგროვებთ ხელმოწერებს პეტიციისათვის და აუცილებლად გავაგრძელებთ ბახმაროს დაცვას”, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

იხილეთ ვიდეო:საქართველოს პარლამენტთან, აქცია სახელწოდებით "ერთად გადავარჩინოთ ბახმარო" გაიმართა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა