ელენე ხოშტარია - "ქართული ოცნება”, რომელიც აპირებს, მეორედ შეუწყვიტოს იმუნიტეტი ნიკა მელიას, არის კუთხეში მომწყვდეული და დარცხვენილი

მნიშვნელობა არ აქვს რას გადაწყვეტს ,,ქართული ოცნება”, ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია!,- ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება” , რომელიც აპირებს ინსტრუქციების შედეგად მეორედ შეუწყვიტოს იმუნიტეტი ნიკა მელიას "არის დარცხვენილი და კიდევ ერთხელ აღრმავებს კრიზისს”.

"დღეს ცალსახად ნიკა მელია და ოპოზიცია არის გამარჯვებული, მორალურად გამართული, პოლიტიკურად გამბედავი და იმედისათვის მებრძოლი. ,,ქართული ოცნება”, რომელიც აპირებს, რომ ინსტრუქციების შედეგად მეორედ შეუწყვიტოს იმუნიტეტი ნიკა მელიას, არის კუთხეში მომწყვდეული, დარცხვენილი და კიდევ ერთხელ აღრმავებს კრიზისს. მნიშვნელობა არ აქვს რას გადაწყვეტს ,,ქართული ოცნება”, ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია”, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი მომავალი კვირიდან განიხილავს. პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს, საგამოძიებო უწყებამ თანხმობის მისაღებად პარლამენტს შუამდგომლობით უკვე მიმართა. ნიკა მელიას განცხადებით, ის გირაოს არ გადაიხდის, მისი თქმით, „ვერც მურუსიძის სასამართლოთი დაიჭერენ და ვერც პარლამენტით“.

იხილეთ ვიდეო:"ქართული ოცნება", რომელიც აპირებს, მეორედ შეუწყვიტოს იმუნიტეტი ნიკა მელიას, არის კუთხეში მომწყვდეული - ელენე ხოშტარია

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა