ზურაბ ჯაფარიძე - დღესაც გელოდებით - ბარი არ დაემორჩილება არცერთ შეზღუდვას, სანამ ყველა არ მოიხსნება

„გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სტუმრებს ბარში დღესაც ელოდება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი განცხადებით, როდესაც უსამართლობა ხდება კანონის, წინააღმდეგობა ხდება მოვალეობა.

“დღესაც გელოდებით, 19.00 საათიდან, აღმაშენებლის 45-ში. ეს ბარი არ დაემორჩილება არცერთ შეზღუდვას სანამ ყველა შეზღუდვა არ მოიხსნება”, - წერს ჯაფარიძე „ფეისბუქში“.

ცნობისთვის, 13 თებერვალს შრომის ინსპექცია დაუმორჩილებლობის ნიშნად გახსნილ ბარში "ჯაფარასთან" შევიდა და ობიექტი 2000 ლარით დააჯარიმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა