გრიგოლ გეგელია - ნიკა მელიას გადაწყვეტილება არის ნიკა მელიას გადაწყვეტილება, არ ვფიქრობ, რომ ამაში ვინმე უნდა ჩაერთოს, მეტადრე „ქართული ოცნება“

ჩვენ ვართ კანონმორჩილი ადამიანები და პატივს ვცემთ საქართველოს კანონებს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მთელი ქართული პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესი გასულია სამწუხაროდ, სამართლებრივი ჩარჩოებიდან თავისი ე.წ. არჩევნებით, ე.წ. ცესკოთი და ე.წ. პარლამენტით,- ამის შესახებ ლელოს წევრმა გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებთან ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.

ნიკა მელიას გადაწყვეტილება არის ნიკა მელიას გადაწყვეტილება, მე არ ვფიქრობ, რომ ამაში ვინმე უნდა ჩაერთოს, მეტადრე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ეს არის მისი პიროვნული პოლიტიკური გადაწყვეტილება, შესაბამისად, უნდა დავაცადოთ, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება ამ გირაოს გადახდის, თუ არგადახდის თაობაზე.

ჩვენ ვართ კანონმორჩილი ადამიანები და პატივს ვცემთ საქართველოს კანონებს, მაგრამ იმავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ მთელი ქართული პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესი გასულია სამწუხაროდ, სამართლებრივი ჩარჩოებიდან თავისი ე.წ. არჩევნებით, ე.წ. ცესკოთი, ე.წ. პარლამენტით და ეს ქმნის სერიოზულ და მწვავე კრიზისს ქვეყანაში, პოლიტიკური შინაარსის და პოლიტიკური ლეგიტიმაციის კრიზისს, ამიტომ მელიას ცალკეულად აქ ვერ აღვიქვამთ, დღეს მთელი პროცესი არის გასული სამართლებრივი ჩარჩოებიდან, ამიტომ ყოველთვის არ არის შესაძლებელი, რომ ასეთივე ჩარჩოში დარჩე, როცა პოლიტიკურად პასუხობ ამ პროცესს“, - განაცხადა გეგელიამ.

მისივე თქმით, ერთი მხრივ „ქართული ოცნება“ ცდილობს პარლამენტში ოპოზიცია შეიტყუოს, რადგან ერთპარტიული პარლამენტი არც მის ინტერესებშია, თუმცა, მეორე მხრივ მას მრავალპარტიული პარლამენტისაც ეშინია, სწორედ ამიტომ პროცესის გამწვავებას ცდილობს.

„ერთი მხრივ „ქართული ოცნება“ ყველა მექანიზმით ცდილობს, რომ ოპოზიცია შეტყუებული იყოს პარლამენტში, რადგან დიდი ბაქიბუქის მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ გადასარევად იცის, რომ ეს ერთპარტიული პარლამენტი არ არის არც მათ პრაგმატულ ინტერესებში, ამიტომ ვითომ მკაცრი რიტორიკის პარალელურად „ქართული ოცნება“ გადასარევად ხვდება, რომ ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რომ ოპოზიცია შევიდეს, რომ ეს პარლამენტი არ იყოს ისეთი კომიკური, როგორიც დღეს არის თავისი „ევროპელი სოციალისტებით“, ბუნდოვანი ოპოზიციონერობით და იმ უსახური შოუთი, რომელიც დღეს გვაქვს პარლამენტის სახედ, ამიტომ ხელისუფლება ნამდვილად ცდილობს ერთი მხრივ, რომ ოპოზიცია შეიტყუოს პარლამენტში, მაგრამ მეორე მხრივ, ხელისუფლება ასევე ცდილობს, რომ გაამწვავოს ეს პროცესი, რომ რეალური რეზოლუცია ამ პროცესს შინაარსობრივი თვალსაზრისით არ ჰქონდეს - ამ ხელისუფლებას მეორე მხრივ ეშინია იმის, რომ მრავალპარტიულ პარლამენტს მიიღებს, რომელშიც უნდა უპასუხოს კრიტიკულ კითხვებს, რომელშიც მართლა ექნება კანონშემოქმედებით პროცესს ადგილი და გაჟღერდება ხალხის პრობლემები, რაც დღეს არ ხდება და დღეს არის „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან კომფორტული სიტუაცია, როცა თავის ქიცინს აქვს იქ ადგილი მხოლოდ და სხვას არაფერს, ამიტომ ამ თამაშშია ჩართული „ქართული ოცნება“ და უყურებს რომელი სცენარი უფრო ხელსაყრელი იქნება მისი პარტიულ-პოლიტიკური ინტერესისთვის“, - განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი მომავალი კვირიდან განიხილავს. პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს, საგამოძიებო უწყებამ თანხმობის მისაღებად პარლამენტს შუამდგომლობით უკვე მიმართა. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარს დაუჭერს. ნიკა მელიას განცხადებით, ის გირაოს არ გადაიხდის, მისი თქმით, „ვერც მურუსიძის სასამართლოთი დაიჭერენ და ვერც პარლამენტით“.

იხილეთ ვიდეო:ნიკა მელიას გადაწყვეტილება არის ნიკა მელიას გადაწყვეტილება, არ ვფიქრობ, რომ ამაში ვინმე უნდა ჩაერთოს - გრიგოლ გეგელია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა