მიხელი სარჯველაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია N17 დაწესებულებაში თითქოსდა პატიმრებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე და 3 პატიმრის გარდაცვალებაზე, „მავნებლურია და ამორალობის არნახულ მწვერვალებს აღწევს“

ეს არ არის უბრალოდ ყალბი ცნობების გავრცელების, ან დეზინფორმაციის ჩვეულებრივი შემთხვევა. არამედ, მოცემულ შემთხვევაში ამ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება გაცილებით მავნებლურია და ამორალობის არნახულ მწვერვალებს აღწევს , - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ერთ-ერთი სატელევიზო ეთერის მეშვეობით გუშინ გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომელიც შეეხებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში თითქოსდა მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც თითქოსდა რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

მისი თქმით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინვე დაუყოვნებლივ გავრცელდა საპასუხო ცნობები და საზოგადოებისთვის მიწოდებული იქნა ინფორმაცია ზემოაღნიშნული საკითხის თაობაზე.

„როგორც ირკვევა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახს დაუკავშირდა აშკარად ამ ოჯახის არაკეთილმოსურნე და მიაწოდა ინფორმაცია, თითქოსდა მათი ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. შემდგომ ეს ინფორმაცია გადამოწმებული იქნა ერთ-ერთ სატელევიზიო არხის მიერ და დადასტურდა, რომ ეს ადამიანი არათუ ცოცხალია, არამედ მას თვითონ ჰქონდა ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია და შეძლო მათი დამშვიდება.

საქმე გვაქვს სრულიად ამორალურ, დაუშვებლად ამორალურ საქციელთან. ჩვენ არ გვიკვირს, როდესაც ვრცელდება დეზინფორმაცია, სინამდვილესთან შეუსაბამო ცნობები სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებისა და ინსტიტუციების წინააღმდეგ, რომელიც ხშირ შემთხვევაში გამოიყენება მიზანმიმართული კამპანიის ფარგლებშიც.

ცალკეული ადამიანები უსაფუძვლოდ თხზავენ ფაქტებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ამ გზით საჯარო დაწესებულებების დისკრედიტაციისთვის. მათ შორის, არაერთხელ გვიხილავს ასეთი მიზანმიმართული კამპანია სპეციალური პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ.

საზოგადოების ყურადღება მინდა მივაქციო იმ გარემოებაზე, რომ ეს არ არის უბრალოდ ყალბი ცნობების გავრცელების, ან დეზინფორმაციის ჩვეულებრივი შემთხვევა. არამედ, მოცემულ შემთხვევაში ამ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება გაცილებით მავნებლურია და ამორალობის არნახულ მწვერვალებს აღწევს.

საზოგადოებისთვის არ არის იოლი, ყოველდღიურად სხვადასხვა წყაროდან ყალბი ინფორმაციის მომდინარე ნიაღვარიდან გაარჩიოს მართალი მცდარისგან. მაგრამ ამ შემთხვევაში სიმართლის დანახვა განსაკუთრებულად სენსიტიური და მნიშვნელოვანია.

ამდენად, მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ განსაკუთრებით მგრძნობიარეა იმ ადამიანების მდგომარეობა, რომელთა ახლობლებიც იმყოფებიან პენიტენციურ დაწესებულებებში. მსჯავრდებულთა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა ახლობლებისთვის ასეთი ცრუ ინფორმაციის სრულიად გადაუმოწმებლად მიწოდება ძალზედ სახიფათოა, რომ არაფერი ვთქვათ ასეთი ქცევის ტოტალურ ამორალობაზე.

გამომდინარე აღნიშნულიდან, ორი მთავარი რამ მინდოდა გამეზიარებინა დღევანდელ დღეს: პირველი,- მინდა ყველას მოვუწოდო, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მსგავს თემებს, გამოიჩინონ მცირედი პასუხისმგებლობა მაინც და გაუფრთხილდნენ ადამიანთა სიმშვიდესა და ჯანმრთელობას.

მეორე - მინდა დავამშვიდო საზოგადოება, განსაკუთრებით ის ადამიანები, ვისი ახლობლებიც იმყოფებიან პენიტენციურ დაწესებულებებში. გავრცელებული ინფორმაცია არათუ გაზვიადებულია, არამედ საერთოდ მსგავსიც არაფერი (ხაზს ვუსვამ - მსგავსი არაფერი) მომხდარა ბუნებაში" , - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა