მიხეილ სააკაშვილი - გიგი უგულავა იყო ჩემთან სახლში, სუფრა გავუშალე, ძალიან თბილი შეხვედრა იყო - თითქმის არ გვილაპარაკია პოლიტიკაზე

გიგი (უგულავა) იყო აქ მართლა, ჩემთან სახლში, სუფრა გავუშალე, ძალიან თბილი შეხვედრა იყო. თითქმის არ გვილაპარაკია პოლიტიკაზე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „მათი პარტიის საკითხები, საერთოდ არ გაურჩევია“.

„რატომ არ გვილაპარაკია? - არ მინდოდა მოგვეწამლა ადამიანური შეხვედრა. მე მათი კამპანია რა თქმა უნდა, არ მომეწონა, მიმაჩნია, რომ მათმა კამპანიამ პირველ რიგში დააზარალა ისინი და ჩვენი საერთო საქმე, თავდასხმები ჩემზე , მაგრამ შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ძალების გაერთიანება. წარსულზე კონცენტრირება არ იყო საჭირო, საჭიროა მომავალზე კონცენტრირება“, - განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა