შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენელი განმარტავს, რა ღონისძიებები გატარდება ზურაბ ჯაფარიძის მიერ განმეორებით არანებადართული საქმიანობის განხორციელების ფაქტზე

შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენელი განმარტავს, რა ღონისძიებები გატარდება ზურაბ ჯაფარიძის მიერ განმეორებით არანებადართული საქმიანობის განხორციელების ფაქტზე.

შრომის ინსპექციის სამსახურის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელის მაია მიქაიას განცხადებით, ბარში „ჯაფარასთან“დაფიქსირდა განმეორებით არანებადართული საქმიანობის განხორციელება, რის შესახებაც მასალები გადაეგზავნება საქართველოს შს სამინისტროს, შესაბამისად, უწყება გააკეთებს განმარტებას. მისივე თქმით, შესაძლებელია, როგორც ობიექტის დალუქვა, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება.

„როგორც ცნობილია, გუშინ, არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის გახნორციელებისთვის ბარის დაჯარიმება მოხდა. მოხდა ფიზიკური პირის იდენტიფიცირება და დაჯარიმდა, მის მიმართ გამოყენებული იქნა სანქცია 2000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, შრომის ინსპექცია მოვიდა ობიექტზე, დაფიქსირდა განმეორებით არანებადართული საქმიანობის განხორციელება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შსს-ს გადაეგზავნება. ისინი გააკეთებენ განმარტებას, შესაძლებელია, როგორც ობიექტის დალუქვა, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ დაუმორჩილებლობის ნიშნად ბარი "ჯაფარასთან" 13 თებერვალს, 19:00 საათზე გახსნა. როგორც ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, ბარის გახსნა მიმართულია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ. გუშინ შრომის ინსპექცია დაუმორჩილებლობის ნიშნად გახსნილ ბარში შევიდა და ობიექტი 2000 ლარით დააჯარიმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს