ელენე ხოშტარია აფხაზეთიდან გადმოსული პირებისთვის დაწესებულ რეგულაციებთან დაკავშირებით მთავრობას მიმართავს

ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი კომისიის სახელზე, გალიდან და ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული პირებისთვის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციებით შექმნილი პრობლემების, სახელმწიფო სერვისებზე ხელმიუწვდომლობის და Stopcov სტატისტიკაში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ არარსებობის თაობაზე, წერილი შეიტანა.

როგორც ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან აღნიშნულ საკითხზე ადრეც მიმართა გიორგი გახარიას, თუმცა ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა.

„არის ერთ-ერთი თემა პანდემიასთან დაკავშირებით, რომელიც აბსოლუტურად გამორჩენილია დისკუსიიდან, ამაზე მაჯელობაც კი არ მიდის. ეს არის უმწვავესი საკითხი ჩვენი მოქალქეებისთვის, რომლებიც გადმოდიან საოკუპაციო ხაზზე, რადგან რეგულაციების მიხედვით მათ უხდებათ 5 დღე კარანტინში წასვლა. ეს არის საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის დაწესებული რეგულაცია, რაც პოლიტიკურად არასწორია, მაგრამ პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ერთი საათი, რომ დასჭირდეს წამალზე გადმოსვლა ან პროდუქტზე 5 დღე კარანტინში უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღარ გადმოდიან იქიდან და ძალიან ბევრი პრობლემა ექმნებათ მათ. რა თქმა უნდა, მესმის, რომ იქ ვერ ვაკონტროლებთ ეპიდსიტუაციას, მაგრამ მოსაფიქრებელია სხვა მექანიზმი, მაგალითად სწრაფი ტესტები. ასევე არის მეორე თემა - სტატისტიკის აღრიცხვა, რომელშიც არ არის მოხვედრილი ოკუპირებული ტერიტორიები გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ რომ არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ჩვენ უბრალოდ არ ვაღიარებთ და არ არის ეს ჩვენი ტერიტორია, უნდა გაკეთდეს მითითება, რომ საქართველოს ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
ქართული პრესის მიმოხილვა 04.03.2021
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
შეფუთვის ვინტაჟური სტილი და ევროპული სტანდარტების ქარხანა - „ვაკე“ 2021 წელს სიახლეებით იწყებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან