გულის დაავადების მქონე პაციენტისთვის უსასყიდლოდ გადაცემული კარდიოდეფიბრილატორის ჩანერგვის პირველი ოპერაცია წარმატებით დასრულდა

გულის დაავადების მქონე პაციენტისთვის უსასყიდლოდ გადაცემული კარდიოდეფიბრილატორის ჩანერგვის პირველი ოპერაცია წარმატებით დასრულდა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარს, 58 წლის სოციალურად დაუცველ ლალი ბუცხრიკიძეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, გულის არითმიის აპარატი უსასყიდლოდ გადაეცა.

„კლინიკამ პაციენტს ოპერაცია 25 000 ლარი დაუფასა - 10 000 ლარი მას უნდა მოეძია, ხოლო სახელმწიფო 15 000 ლარს ფარავდა. საყოველთაო ჯანდაცვის კარდიოქირურგიული კომპონენტის და ახლადდანერგილი პროექტის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურებისა და აპარატის ღირებულება ჯანდაცვის სამინისტრომ სრულად დააფინანსა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბენეფიციარს ოპერაცია უფასოდ გაუკეთდა.

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების შესაბამისი საჭიროების მქონე პაციენტებისთვის უფასოდ გაცემის პროცესი მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო და უკვე 27 განცხადება დაკმაყოფილდა.

აპარატების გადაცემის პროცედურა პაციენტის უშუალო ჩართულობას არ მოითხოვს: ექიმი, შესაბამისი ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში კონკრეტულ პაციენტზე ელექტრონულ განაცხადს აკეთებს, რომელსაც სააგენტო აკმაყოფილებს და სამედიცინო დაწესებულებას დეფიბრილატორს უსასყიდლოდ გადასცემს. დანიშნულების ადგილზე აპარატების უსაფრთხო და დროულ ტრანსპორტირებასაც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო უფასოდ ახორციელებს.

მოქალაქეებს კლინიკებისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის შესაბამისად, მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების თანაგადახდა უწევთ, რომლის ოდენობა, სოციალური სტატუსის მიხედვით, 0-დან 20%-მდე განისაზღვრა.

რეფორმით გატარებულმა ცვლილებებმა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ სხვადასხვა კლინიკაში ამ და სხვა მომსახურებაზე ტარიფების გათანაბრებამ პაციენტის თანაგადახდის წილი საგრძნობლად შეამცირა, რაც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია.

„არითმოლოგთა ასოციაციასთან“ ერთად, დეტალურად განისაზღვრა ის მახასიათებლები, რასაც მაღალი ხარისხის კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი უნდა აკმაყოფილებდეს. შესაბამისად, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საცავებში უკვე დასავლური სტანდარტის აპარატების 1 წლის მარაგია მობილიზებული, რომელიც, საჭიროებისამებრ, სისტემატურად შეივსება.

შეგახსნებეთ, რომ რთული არითმიების დროს უეცარი სიკვდილისგან თავდაცვის ეფექტური აპარატის ბენეფიცირებისთვის უფასოდ გადაცემის პროექტი მთავრობის 520-ე დადგენილებას უკავშირდება,რომელიც ჯანდაცვის სექტორის გრძელვადიან განვითარებასა და გაძლიერებაზეა ორიენტირებული“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა