შალვა პაპუაშვილი - მგონი ნიკა მელიაც არ უარყოფს, რომ კანონს არღვევს

ნიკა მელია არღვევს კანონს და ამასთან დაკავშირებით არა მხოლოდ ჩვენ ვართ ერთსულოვანი, არამედ ჩვენი ოპონენტებიც კი ერთსულოვანნი არიან და მგონი არც ნიკა მელიაც უარყოფს, რომ კანონს არღვევს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, როცა პირი კანონს არღვევს, ამას უნდა მოჰყვეს რეაქციაც. მისი თქმით, უმრავლესობის გადაწყვეტილებაა, რომ მელიას უფლებამოსილება შეუჩერონ.

„გადაწყვეტილება გამომდინარეობს მარტივი პრინციპიდან- ნიკა მელია არ იხდის გირაოს და არღვევს კანონს და თუ ადამიანი არღვევს კანონს, ჩვენ ქვეყანაში ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და მას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. დღეს რამდენადაც ვიცი, ოპოზიციური პარტიები იკრიბებიან, რათა განიხილონ ეს საკითხი, მათ მივმართავ, პასუხი გასცენ ორ კითხვას: პირველი- კანონის დარღვევას უნდა მოჰყვეს თუ არა სათანადო რეაგირება და მეორე- არღვევს თუ არა კანონს ნიკა მელია, ამ ორ კითხვას თუ ისინი გულწრფელად გასცემენ პასუხს, ყველაფერი ნათელი გახდება. ნიკა მელია არღვევს კანონს და აქ არა მხოლოდ ჩვენ ვართ ერთსულოვანი, არამედ ჩვენი ოპონენტებიც კი ერთსულოვანნი არიან და მგონი ნიკა მელიაც არ უარყოფს, რომ კანონს არღვევს. თუკი კანონს არღვევს აქ არანაირი კითხვის ნიშანი რეაქციასთან დაკავშირებით არ არსებობს. ერთადერთი პოლიტიკური მოტივი აქ შეიძლება ჰქონდეს ნიკა მელიას და "ნაციონალურ მოაძრაობას",- განაცხადა პაპუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა