ლევან იოსელიანი - ცოტა ხნის წინ პარლამენტმა ნიკა მელიას მანდატი არ გაუუქმა, რომ კრიზისის განმუხტვისთვის სივრცე დარჩენილიყო, ახლაც სწორი იქნება, თუ იმუნიტეტს არ შეუჩერებენ

შევეცდები დავასაბუთო, მათ შორის სამართლის ლოგიკის ფარგლებში , რატომ იქნება უფრო სწორი, რომ პარლამენტმა არ შეუწყვიტოს უფლებამოსილება ნიკა მელიას, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ- ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ცოტა ხნის წინ პარლამენტმა ნიკა მელიას მანდატი არ მოუხსნა იმ მოტივით, რომ დარჩენილიყო სივრცე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის. მისივე თქმით, ამ შემთხვევაშიც სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ მას იმუნიტეტს არ შეუჩერებენ.

იოსელიანის განცხადებით, „მოქალაქეები“ მისთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარს არ დაუჭერენ.

„მე შევეცდები, როცა ეს საკითხი პარლამენტში შემოვა, დავასაბუთო, თუ რატომ არ უნდა მოუხსნან იმუნიტეტი ნიკა მელიას იმ პირობებში, როცა სულ ერთი კვირის წინ ჩვენ მას შევუნარჩუნეთ იმუნიტეტი და ამის არგუმენტი იყო, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის უნდა დაგვეტოვებინა სივრცე. მე მაინტერებსებს ჩემი კოლეგები „ქართული ოცნებიდან“ როგორ ხედავენ პარლამენტის როლს ამ პროცესში. პარლამენტი სწორედ იმისთვის არის, რომ ასეთ არაორდინალურ სიტუაციებში დადგეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ზევით. პოლიტიკოსი, როცა პოლიტიკურ რისკს იღებს, ამაში პარლამენტის როლი უნდა იყოს მნიშვნელოვანი. მე როცა ამ საკითხზე პარლამენტში მომეცემა სიტყვა, შევეცდები დავასაბუთო სამართლის ლოგიკის ფარგლებში მათ შორის, რატომ იქნება უფრო სწორი, რომ პარლამენტმა არ შეუწყვიტოს უფლებამოსილება ნიკა მელიას,“ - განაცხადა იოსელიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს