გიორგი ვაშაძის განცხადებით, თუ  გიგა ბოკერია პარტიულ თანამდებობაზე დარჩება, „ევროპულ საქართველოსთან“ კოალიციის შექმნა რთული იქნება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გიგა ბოკერია პარტიულ თანამდებობაზე დარჩება, „ევროპულ საქართველოსთან“ კოალიციის შექმნა რთული იქნება.

როგორც გიორგი ვაშაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამის მიზეზი არის ის, რომ ხალხი სიახლეს ეძებს.

„ამაზე შინგით ჩვენ არ გვიმსჯელია, მაგრამ დიდი ალბათობით, ასეთ შემთხვევაში „ევროპულ საქართველოსთან“ კოალიციის შექმნა რთული იქნება. რთული იქნება იმიტომ, რომ ხალხს ქვეყანაში ახალი პროცესების ჩამოყალიბება უნდა და ეს მხოლოდ ჩემი პოზიცია არ არის. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ „ევროპულ საქართველოში“ მოხდება ისეთი განახლების პროცესი, რომელიც საბოლოო ჯამში მოგვცემს ახალ მიზიდულობის ცენტრს, რომელსაც ახლა, ყველა ეძებს.

ხალხი ეძებს ახალს. ვფიქრობ, რომ არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც შეუძლიათ უკანა ხაზზე უფრო დიდი როლი შეასრულონ, ვიდრე ახლა, წინა ხაზზე და ასევე, არიან პოლიტიკოსები, რომლებიც პირიქით, წინა ხაზზე უნდა წამოვწიოთ, ზოგადად ასეა პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, შინაარსიც ეს არის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს“ და „ევროპულ საქართველოს“, ასევე ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძეს შორის ახალი პოლიტიკური კოალიციის შექმნის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა გავრცელებული ცნობით, აღნიშნული პარტიები და პოლიტიკოსები „ევროპულ საქართველოსთან“ გაერთიანებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ პარტია განახლდება და ლიდერების არსებული შემადგენლობა - დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა და გიგა ბოკერია მართვის სადავეებს ჩამოცილდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს