ნათია თურნავა - მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ბიზნესი და საზოგადოება, რომ თითოეული ჩვენგანის ხელშია რეგულაციების შემსუბუქების კალენდარი

მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ბიზნესი და საზოგადოება, რომ თითოეული ჩვენგანის ხელშია რეგულაციების შემსუბუქების კალენდარი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რეგულაციების შემსუბუქების შედეგები დაახლოებით 10 დღის მერე გახდება ცნობილი და ამის გათვალისწინებით მოხდება რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე მსჯელობა.

„ჩვენი ამოცანაა, რომ დღევანდელი ვითარება მინიმუმ შევინარჩუნოთ და გაუარესება არ მოხდეს. სავარაუდოდ 1 კვირა, 10 დღე დაგვჭირდება, რომ დავინახოთ, რა შედეგი მოგვცა გახსნამ. თუ ახალ ყველა ერთად კვლავაც მოწოდების სიმაღლეზე ვიქნებით და შევასრულებთ აუცილებელ მოთხოვნებს, ესაა პირბადეების ტარება და არ მოვეშვათ ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით რეგიონებში ვხედავთ, რომ პირბადის მიმართ ვოლუნტარისტული დამოკიდებულებაა და ისე აქტიურად აღარ იყენებს მოსახლეობა, ეს დაუშვებელია. თუ ყველა ბიზნესი მოთხოვნებს ზედმიწევნით შეასრულებს, პოზიტიურად ვართ განწყობილები, რომ შემსუბუქების შემდეგი თარიღი უფრო მალე დადგება. თითოეული ჩვენაგანის ხელშია ეს პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა