გიგი უგულავა - ნიკა მელიას დაკავებაზე ოპოზიციის წინააღმდეგობა იქნება სრული და პროპორციული - მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს? - დავარტყამ! პირდაპირ გეუბნებით!

ხელისუფლებამ იცოდეს, რომ ოპოზიციის წინააღმდეგობა იქნება სრული და პროპორციული. მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს? დავარტყამ! პირდაპირ გეუბნებით! - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლებამ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო, ოპოზიცია ამ ფაქტს შეეწინააღმდეგება.

„ორი ძირითადი საკითხია, რომელზეც დღეს უნდა ჩამოვყალიბდეთ. თუ ხელისუფლება ბოლომდე გავიდა გონს, გავიდა რაციონალიზმის საზღვრებიდან და ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო, მისი პოზიცია საზოგადოებამ იცის და პოლიტიკური ოპოზიციის პოზიციაც ასეთია - ჩვენ არ ვაპირებთ გავრილოვის ხარკის გადახდას. თუ ხელისუფლება ძალას გამოიყენებს, მას მოუწევს ფიზიკურად ბევრი ადამიანის დაპატიმრება, სანამ ამ უგუნურ საწადელს მიაღწევს. ასევე, ხელისუფლებამ იცოდეს, რომ წინააღმდეგობა იქნება სრული და პროპორციული. მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს? დავარტყამ! პირდაპირ გეუბნებით. ხელისუფლება კანონის ფარგლებიდან გავიდა, ხელისუფლება გველაპარაკება, რომ უნდა დაგაჩმოროთო, ხელისუფლება გვეუბნება, მე მოვალ სპეცრაზმით და ყველანაირ უკანონობას ჩავიდენ. მე, საქართველოს მოქალაქე გიგი უგულავას მაქვს კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, როდესაც მოძალადე მოდის და ძალადობს, როდესაც სახელმწიფო არ მიცავს და არ ახორციელებს თავის კანონიერ უფლებამოსილებას, როდესაც სახელმწიფო იქცევა მოძალადედ, მოქალაქემ თავი უნდა დაიცვას“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, ამგვარი ქცევა კანონიერია.

„ეს აბსოლუტურად კანონიერია, ეფუძნება კონსტიტუციას, უკანონო არის გავრილოვის ხარკის გადახდა, გირაოს დაწესება, 20 ივნისის გამოძიება, იმიტომ, რომ გამოსაძიებელი არის ივანიშვილის მონაწილეობა, გახარიას მონაწილეობა, მათი მონაწილეობა, ვინც ადამიანებს თვალები დათხარა და ამ ფონზე ჩვენ გვეუბნებიან, რომ გავრილოვს გადაუხადეთ ხარკიო. გავრილოვს ქართველი, თავისუფალი საზოგადოება მხარს არ დაუჭერს და წინააღმდეგობას გაუწევს. ვინც ასე ფიქრობს, რომ გავრილოვს ხარკი არ უნდა გადავუხადოთ, დავდგებით ერთად და ვიბრძოლებთ“, - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი მიმდინარე კვირას განიხილავს. პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს. საგამოძიებო უწყებამ თანხმობის მისაღებად პარლამენტს შუამდგომლობით უკვე მიმართა. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარს დაუჭერს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა