მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა ვაკის პარკის ტერიტორიაზე ინვესტორს სასტუმრო „ბუდაპეშტის" მშენებლობა გააჩერებინეს

ვაკის პარკის ტერიტორიაზე ინვესტორს გიორგი ზაქაიძეს სასტუმრო “ბუდაპეშტის" მშენებლობა თბილისის მუნციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა გააჩერებინეს.

როგორც გიორგი ზაქაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, თბილისის მერიას გადაწყვეტილების მისაღებად და მოსალაპარაკებლად ერთ დღეს აძლევს.

ამ ეტაპზე აღნიშნული ლოკაციიდან მძიმე ტექნიკა გაყვანილია.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ინვესტორს ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის ნებართვა არ აქვს.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია-განახლება გადაწყვიტა. თბილისის მერი კახა კალაძე განმარტავს, რომ ვაკის პარკი დაიკეტება და ის განახლდება, თუმცა შეინარჩუნებს იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, რაც იქ არის განთავსებული.

თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
1 მარტს, "ამბასადორი ჯგუფი" კურორტ გოდერძიზე ახალ სასტუმროს - „ამბასადორი გოდერძის“ გახსნის